PC Engine GT
| TurboExpress/PC Engine GT | |
|---|---|
|
| |
|
TurboExpress-ის სისტემა | |
| სხვა სახელწოდებები | PC Engine GT |
| მწარმოებელი | NEC |
| ტიპი | პორტატიული კონსოლი |
| თაობა | მეოთხე თაობა |
| გამოშვების თარიღი |
იაპ 1 დეკემბერი, 1990[1] ჩრდ.ამ. დეკემბერი, 1990 |
| თავდაპირველი ფასი | 249.99 აშშ დოლარი |
| შეწყდა |
ჩრდ.ამ. 1994[2] |
| გაიყიდა | 1.5 მილიონი |
| მედია | HuCard |
| კვება | 6 AA-ის ბატარეა ან 6 ვოლტიანი AC-ის ადაპტერი |
| პროცესორი | HuC6280 7.16 მჰც ან 1.79 მჰც |
| მეხსიერება | 8 კბ RAM |
| მონიტორი | 400×270 პიქსელი |
| გრაფიკა | 512 ფერის პალიტრა, 481 ფერი ეკრანზე |
| ხმა | PSG-ის 6 არხი |
| კავშირი | TurboLink |
| დაკავშირებული სტატიები | TurboGrafx-16 |
PC Engine GT (იაპონ. PCエンジンGT) — მეოთხე თაობის პორტატიული თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია NEC-ის მიერ. იაპონიაში კონსოლი გამოვიდა 1990 წლის 1 დეკემბერს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე თვეში TurboExpress-ის სახელით. არსებითად ის წარმოადგენს TurboGrafx-16/PC Engine-ის სახლის კონსოლის პორტაბელურ ვერსიას, რომლის თავდაპირველი ფასი იაპონიაში შეადგენდა 44,800 იაპონურ იენას, ხოლო აშშ-ში 249.99 დოლარს. PC Engine GT დაანონსდა 1990 წლის აპრილში კოდური დასახელებით Game Tank.[3]
სისტემა იმ დროში ტექნიკურად საკმაოდ განვითარებული იყო და შეეძლო TurboGrafx-16-ის ყველა HuCard თამაშის გაშვება. მას გააჩნდა ტვ ტუნერი და 66 მმ ზომის კორპუსი, იმავე ზომის რაც ორიგინალ Game Boy-ის. მასში განთავსებული იყო HuC6280-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 ან 7.16 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება და გრაფიუკული ჩიპი, რომელსაც შეეძლო 481 ფერის აღქმა.
კონსოლი ძირითადად კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ს, Sega Game Gear-სა და Atari Lynx-ს. საერთო ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონი ეგზემპლარი და მიიჩნევა კომერციულ ჩავარდნად პორტატიული კონსოლების ბაზარზე.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Electronic Gaming Monthly 1991 Video Game Buyers Guide.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- TurboExpress-ის ისტორია დაარქივებული 2018-06-23 საიტზე Wayback Machine. Defunct Games-ზე
- TurboExpress დაარქივებული 2017-10-02 საიტზე Wayback Machine. -ის ოფიციალური ვიკი
- PC Engine GT-ის ათი საუკეთო თამაში Retro Gamer-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.pc-engine.co.uk/?section=systems
- ↑ TurboGrafx-16 TurboExpress Biography
- ↑ http://archives.tg-16.com/VGCE/VGCE_1990_04_024.jpg
- ↑ Snow, Blake. (2007-07-30) The 10 Worst-Selling Handhelds of All Time. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 2008-01-17.
| ||||||||
| |||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||