შინაარსზე გადასვლა

Golden Slumbers

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Golden Slumbers“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Abbey Road
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 26 სექტემბერი 1969
ჩაიწერა 2 ივლისი - 15 აგვისტო 1969, EMI-ს სტუდია, ლონდონი
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 0:31
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი ლენონი / მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Abbey Roadსიმღერები

Golden Slumbers — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა ალბომიდან Abbey Road. სიმღერა წარმოადგენს პოპურის Golden Slumbers / Carry That Weight / The End პირველ ნაწილს.

„Golden Slumbers“ წარმოადგენს დრამატურგ თომას დეკერის ლექსზე „Cradle Song“ (ინგლ. „იავნანა“) შექმნილ კომპოზიციას, რომელიც გვხვდება მის 1603 წლის კომედიაში „Patient Grissel“. მაკ-კარტნიმ ამ სიმღერის ნოტები ნახა მამამისის სახლში ფორტეპიანოზე, რომელიც იქ დატოვა პოლის დამ რუთ მაკ-კარტნიმ. ვინაიდან ის ვერ წაიკითხა, გადაწყვიტა თავად დაეწერა. ტექსტმა განიცადა მცირედი ცვლილება, თუმცა თომას დეკერი არ იქნა მოხსენიებული ალბომ Abbey Road-ის სიმღერების ტექსტების ავტორთა შორის.

თომას დეკერის ორიგინალური ტექსტი (1603)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Golden slumbers kiss your eyes,
Smiles awake you when you rise;
Sleep, pretty wantons, do not cry,
And I will sing a lullaby,
Rock them, rock them, lullaby.
Care is heavy, therefore sleep you,
You are care, and care must keep you;
Sleep, pretty wantons, do not cry,
And I will sing a lullaby,
Rock them, rock them, lullaby.

სიმღერაში წამყვანი ვოკალისტია პოლ მაკ-კარტნი. სიმღერა იწყება ფორტეპიანოს პარტიით მსუბუქ ტონალობაში - იქმნება იავნანას შთაბეჭდილება. შემდეგ შემოდის ვოკალი და ბას-გიტარა, რომელსაც ფონად მოჰყვება სიმებიანი საკრავები. შემდეგ, როდესაც შემოდის დასარტყმელი საკრავები, მაკ-კარტნის ვოკალი გადადის მაღალ და ემოციურ ტონალობაში. პოლმა დიდი ყურადღება მიაპყრო ამ სიმღერაში ვოკალურ პარტიას, რითაც ის საბოლოოდ კმაყოფილი დარჩა.

წელი შემსრულებელი გამოცემა შენიშვნები
1969Gary McFarlandToday
1976Lynsey De PaulAll This and World War II
1977DevoThe Truth About De-Evolution (საუნდტრეკი)სიმღერა სრულდება ფილმის ბოლოს ტიტრების ჩვენებისას.
1978Alice CooperSgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (საუნდტრეკი)
1982Pedro AznarPedro Aznar
1994The NylonsThe Nylons
1998Vanessa-MaeGeorge Martin's In My Lifeსიმღერას ასრულებს სოლო-ვიოლინოზე გუნდის ფონური ჟღერადობის თანხლებით.
1999Elliott SmithAmerican Beauty (საუნდტრეკი)
2005George ClintonHow Late Do U Have 2BB4UR Absent?
2007Solveig SlettahjellDomestic Songs
2007Various artistsAcross the Universeექვსი მთავარი და სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ფილმში, სადაც კომბინირებულია ცხრა ვოკალური პარტია.
2009Martin John HenryAbbey Road Now!
2009Gerry RaffertyLife Goes On
Alejandro DolinaTangos del Bar del Infiernoასევე გამოიყენება მისი რადიო-შოუს La Venganza Será Terrible დამწყებ თემად.